1.პროექტის სახელწოდება: ვაზის ისტორია
2.პროექტის მთავარი იდეა ( თემა ) : ვაზის ისტორიის გაცნობა, სხვადასხვა ჯიშემის შესწავლა.
3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაიგებენ ვაზმა და ღვინომ რა მნიშვნელობა შეიძინა ქართული ერისათვის,რომ ის კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა. მოსწავლეები გაიაზრებენ ღვინოს რა როლი აკისრია ქრისტიანულ რელიგიაში,ზიარებისას მიღებული პური და ღვინო ქრისტეს სისხლთან ასოცირდება.
4. პროექტის მიზნები: პროექტში მუშაობისას მოსწავლეებს უვითარდებათ კვლევითი, შემოქმედებითი , თანამშრომლობითი და კომუნიკაციიური უნარ-ჩვევები.
5. მონაწილეთა ასაკი: 8-9 წელი
6.ვადები/ ხანგრძლივობა: 1 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები:
ა) შექმნიან კედლის გაზეთს , ვაზო, შვილივით, ნაზარდო''
ბ) ვაზის ფოლებისაგან შექმნიან ჰერბარიუმებს.
პროექტში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მომავალში ცხოვრებასიც გამოადგებათ, ეცოდინებათ ვაზის სამშობლო და როგორ უნდა მოვარონ მას.
შეიქმნება პროექტის ბლოგი.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: თაბახის ფურცელი, კომპიუტერი, პროექტორი, ფოთლები, წებო , მაკრატელი.ფორმატი.
9. პროექტის მსვლელობა: .
1) დაიყოფა ჯგუფებად და გაუნაწილდებათ თემები.
2) მოიძიებენ მასალას ვაზის ისტორიის შესახებ.
3) მოიტანენ განხმარ ფოთლებს და ხელოვნების გაკვეთილზე შექმნიან ჰერბარიუმს.
4) ბუნების გაკვეტილზე მცენარეზე საუბარი, ვაზსს როგორ მოუაროთ , რომ ბარაქიანი მოსავალი მივიღოთ.
5) მოეწყობა ექსკურსია კახეთში, მოსწავლეები ნახავენ ყურძნის კრეფას და დაწურვას.
6) მოძიებული ფოტოების საშვალებით გაკეთდება ვიდეო-კოლაჟი.
7) ქართულის გაკვეთილზე უყურებენ რეზო ჩხეიზის კინოფილმს ,, ჯარისკაცის მამა''.
8) მუსიკის გაკვეტილზე შეისწავლიან მსგავს თემებზე სიმღერებს.
9) ჯგუფებში იმუშავებენ კედლის გაზეთზე.
10) პრეზენტაცია, ესწრებიან მშობლები და მოწვეული სტუმრები.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნული სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული, ბუნებისმეტყველება, ხელოვნება, მუსიკა.
ქართ. III. 5
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის საინფორმაციო ხასიათის ილუსტრირებულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება და გაგება (მაგ., საინფორმაციო ტექსტისა საბავშვო ენციკლოპედიაში, მარტივი ენით დაწერილი მრავალსაფეხურიანი ინსტრუქციების, განცხადებისა და სხვ.).
ქართ. III. 9
მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად აღიქვას და/ან თავად შექმნას სხვადასხვა ტიპის ტექსტი, ვიდეო და აუდიომასალა
ს.გ.III.7
მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები და გაუზიაროს თანაკლასელებს აზრი და იდეები.
ს.გIII 10
მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
ს.გ. III. 2
მოსწავლეს შეუძლია განავითაროს სხვადასხვა მასალის, ტექნიკის და პროცედურის გამოყენების უნარი ნამუშევრის შექმნისას.
მუს. III. 2
მოსწავლეს შეუძლია სიმღერა მარტო და სხვებთან ერთად.
მუს. III. 9
მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
ბუნ. III. 1
მოსწავლეს შეუძლია განარჩიოს სიცოცხლის ძირითადი გამოვლინებები
11.პროექტის ხელმძღვანელი: ეკა შაქარაშვილი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: e.shakarashvili79@gmail.com
13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: https://ekashakarashvili.blogspot.com/
ეკა,ძალიან მომეწონა ეს პროექტი,წარმატებები!
ReplyDeleteძალიან მომეწონა პროექტი,ბევრი საიტერესო ინფორმაცია შევიტყვე.წარმატებებს გისურვებ მომავალშიც!
ReplyDeleteძალიან მომეწონა წარმატებები
ReplyDelete